კიტეიშვილის მორიგი გამარჯვება ვენელებთან

0
70

ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო გრაცის „შტურმმა“, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი იცავს.
ამჯერად, გრაცელები სტუმრად ვენის „რაპიდს“ შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი კიტეიშვილი 86-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 42-ე წუთზე გაიტანეს/ მასპინძლებმა მეტოქის კარი ერთდერთხელ 53-ე წუთზე აიღეს.
„შტურმს“ 36 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა – ლიდერ „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ „შტურმმა“ ავსტრიის თასი მოიგო და ფინალში ვენის „რაპიდს“ 2:0 სძლიეს.
ბაქოს „ნეფთჩიმ“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ამჯერად, ბაქოელები სტუმრად „თურანთან“ 0:4 განადგურდნენ. ბაქოელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვატო არველაძე მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებში მოედანაზე ორი ტაიმიდ დაჰყო მცველმა ფირუზ მაგრაქველიძემ.
ლაშა თაბაგარი