„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონის რანგში პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა. 34-ე ტურში ლუჩანო სპალეთტის გაწვრთნილი გუნდ შინ ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, მაგრამ თავისი გუნდის წარმატებაში ტრადიციულად დიდი წვლილი შეიტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ნაპოლის“ დაწინაურება 48-ე წუთზე შეეძლო, როდესაც „ფიორენტინას“ ფეხბურთელმა თავის საჯარიმოში ზელინსკი წააქცია, მაგრამ ოსიმენმა პენალტი ვერ გამოიყენა.
72-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ჯერ ერთ მეტოქეს გაცდა, ხოლო ნიკოლას გონსალესმა აკრძალური ილეთით შეაჩერა. არბიტრმა მეორე თერთმეტმეტრიანი დადო და ოსიმენმა ანგარიში გახსნა. ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში მე-5 პენალტი „გამოიმუშავა?. გარდა ამისა, მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ფრედ დასრულებული ზედიზედ 2 შეხვედრის შემდეგ, „ნაპოლიმ“ მოიგო და 83 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია.
ლაშა თაბაგარი




