თემურ ჩოგაძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომელიც მის გუნდს სამი ქულის აღებაში დაეხმარა.
ყარაგანდის „შახტიორმა“, სადაც ქართველი ნახევარმცველი მეორე სეზონია გამოდის, მე-8 ტურში შინ „ყიზილჟარი“ 1:0 დაამარცხა. ჩოგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე საუცხოოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ თავის გუნდს მოაგებინა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. მასპინძლებში მცველმა ანტონ თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშა.
„ყიზილჟარში“ ორი ტაიმი ლუკა იმნაძემ გაატარა, ხოლო თამაზ მაქაცარია თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.
ცნობისთვის, ჩოგაძემ ერთი კვირის წინ „შახტიორის“ შემადგენლობაში ყაზახეთის თასის 1/8-ფინალში „ოკჟეტპესთან“ (5:0) დაპირისპირებაში ანგარიში გახსნა.
ლაშა თაბაგარი





