აბურჯანია აუტსაიდერთან დამარცხდა, ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგა გაინაღდა

0
15

„ჟილ ვისენტემ“ პორტუგალიის პრიმეირალიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. 31-ე ტურში ბარსელუშელები, სადაც გიორგი აბურჯანია გამოდის, სტუმრად აუტსაიდერ „სანტა კლარასთან“ 2:3 დამარცხდნენ. აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 54-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა მეტოქეს საწყის 51 წუთში სამი გოლი გაუტანეს, ხოლო სტურებმა ერთ ბურთამდე სხვაობა 77-ე და მე-80 წუთზე გატანილი გოლებით შეამცირეს.
„ჟილ ვისენტემ“ ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგო და 2 ფრედ დაასრულა – 31 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში „კარლსრუემ“ „ჰანოვერი“ მიიღო და 2:1 სძლია, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. „კარლსრუე“ 42 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა და მომავალ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში თამაში გაინაღდა.
ლაშა თაბაგარი