პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში პოზნანში „ქართული“ დერბი შედგა, რომელშიც ადგილობროვმა „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ სძლია.
ორივე გუნდში მოასპარეზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან შეუცვლელად მხოლოდ კაკაბაძემ ითამაშა. კვეკვესკირი თადარიგში იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. წიტაიშვილი ამჯერად განაცხადშიც არ იყო. ის სეზონის დასრულების შემდეგ „ლეხს“ დატოვებს, სადაც კიევის „დინამოდანაა“ განათხოვრებული. „ლეხმა“ სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.
„ლეხმა“ ჩემპიონობა დაკარგა და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 52 ქულით მესამე პოზიციაზეა – ახალ ჩემპიონ „რაკუვს“ 19 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან ვარშავის „ლეგიას“, სადაც ვაკო გვილია დაბრუნდა – 9 ქულით.
ლაშა თაბაგარი




