მიქაუტაძე და დავითაშვილი – ზედიზედ მეორედ სიმბოლურში

0
76

საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ზედიზედ მეორედ მოხვდნენ.
მიქაუტაძემ გასულ უიქ-ენდზე „პარიზის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და თავს გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1), ხოლო დავითაშვილი „ვალანსიენთან“ მოგებულ მატჩში (2:0) აქტიური იყო.
„ბორდო“ და „მეცი“ ლიგა 1-ში გადასასვლელად უშუალო კონკურენტები არიან. „ბორდო“ მეორე ადგილზეა და „მეცს“ 3 ქულით უსწრებს. სხვა გუნდები მათ საგრძნობლად ჩამორჩებიან. სეზონის ბოლომდე 5 ტური რჩება.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, რითაც ბომბარდირებში პირველ ადგილზეა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის აქტივში ლიგა 2-ში 25 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.