„ლიდსის“ მეპატრონე ანდრეა რადიცანიმ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხავი გრასია დაითხოვა. ესპანელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში მიმდინარე წლის თებერვლიდან მუშაობდა და ის ვითარების გამოსასწორებლად მიიწვიეს. თუმცა, პრემიერლიგის 34-ე ტურში სტუმრად „ბორნმუთთან“ 1:4 წაგების შემდეგ, გრასიას სკამს წყალი შეუდგა, რადგან ლიდსელები 30 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა არიან და გასავარდნ ზონაში მყოფ „ნოტინგემ ფორესტს“ მხოლოდ დამატებითი მატჩვენებლით სჯობიან.
გრასიას ნაცვლად „ლიდსში“ სეზონის ბოლომდე 68 წლის ინგლისელი სემ ელერდაისი დანიშნა, რომელიც ბოლოს „ვესტ ბრომვიჩში“ მუშაობდა და 2021 წლის ზაფხულში დათხოვეს.
ელერდაისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში „ვესტ ბრომვიჩის“ გარდა, „ბოლტონს“, „ნიუკასლს“, „ბლექბერნს“, „ვესტ ჰემს“, „სანდერლენდს“, „კრისტალ პალასს“ და „ევერტონს“ ავარჯიშებდა.
ის 2016 წლის 22 ივლისიდან იმავე წლის 27 სექტემბრამდე ინგლისის ნაკრების მწვრთნელის იყო. თუმცა, მალე სკანდალში გაეხვა და თანამდებობა დატოვა. კერძოდ, The Daily Telegraph გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი. რომელშიც მწვრთნელი აზიელ ჟურნალისტებს, რომლებიც ბიზნესმენებად გაეცნენ, 400000 გირვანქა სტერლინგს თხოვს იმის სანაცვლოდ, რომ ტრანსფერების დროს მოლაპარაკებისას თავისი მდგომარეობა გამოიყენოს. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს განუცხადა თუ როგორაა შესაძლებელი ტრანსფერების განხორციელებისას ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლა და თან თავისი წინამორბედი როი ჰოჯსონიც გააკრიტიკა.





