იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას “ვურტუსი” “ტრევიზოს” ესტუმრა და 88:89 წააგო. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა.
თორნიკე შენგელია ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო: 26 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი 16 გამოდგა.
შენგელია 21 ქულით მატჩის საუკეთესო მექულე იყო “ტრევიზოს” კალათბურთელ ადრიან ბანკსთან ერთად.
ამ წაგებით ვირტუსმა ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა (22-7 მოგება/წაგების ბალანსი). ბოლონიელებს “ოლიმპია მილანო” გაუთანაბრდა. შენგელიას კალათბურთელის გუნდი მომდევნო ტურში 7 მაისს, “ვარეზეს” უმასპინძლებს.





