ზურიკო დავითაშვილი “ბორდოს” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში “ბორდომ” “გრენობლი” მიიღო და 3:0 აჯობა. საქართველო ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. მან “გრენობლთან” შეხვედრამდე ბოლოს თავი შარშან დეკემბერში “სოშოსთან” (2:1) შეხვედრაში გამოიჩინა.
დავითაშვილის გარდა “ბორდოში” მაჯა გამოირჩაა, რომელმაც 42-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 64-ეზე დუბლი მიითვალა.
“ბორდოს” 59 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.




ლაშა თაბაგარი





