პირველი წრის საუკეთესოები – გეგუჩაძე და ფლამარიონი

0
28

გია გეგუჩაძე კრისტალბეთ ეროვნული პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, რის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება.
მისი ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამომ“ 9 მატჩიდან 6 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა – 21 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა. ბათუმელები 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს 1 ქულით ლიდერობენ.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი აღიარეს, რომელსაც ქართული პასპორტიც აქვს, იუწყება erovnuliliga.ge.
ბათუმის „დინამოს“ 26 წლის თავდამსხმელმა პირველ წრეში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩი 6 გოლი გაიტანა.

ფლამარიონი მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
პირველი წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
კვასხვაძე („ტორპედო“), მამუკა კობახიძე („დინამო“ ბთ.), მონტეირო („ტორპედო“), მამუჩაშვილი („დინამო“ ბთ.), ვანდერსონი („დილა“), ალთუნაშვილი („დინამო“ ბთ.), იმრანი („დინამო“ თბ.), სიგუა („დინამო“ თბ.), კამარა („დინამო“ თბ.), ნაჭყებია („სამტრედია“), ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბთ.).

ლაშა თაბაგარი