“სამტრედიას” მაკედონიელი გაწვრთნის

0
20

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტაიდერ “სამტრედიას” ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკი გაწვრთნის. ამის შესახებ კლუბი პრესსამსახური იუწყება.
46 წლის კაპინკოვსკიმ გიორგი შაშიაშვილი შეცვალა, რომელიც გუნდიდან გასულ კვირაში წავიდა.
ის ფეხბურთელობისას ამპლუით მცველი იყო და პელისტერში“, „ცემენტარიცაში“, ალბანურ „ბულის ბალშში“ ასევე „11 ოქტომვირში” გამოდიოდა. მან 2001-2003 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში 9-ჯერ ითამაშა.
სამტრედიაში ჩასვლამდე, სამშობლოში “პელისტერის” და “პობედას” თავკაცი იყო. კაპინკოვსკი პირველი მაკედონიელი სპეციალისტია, რომელიც საქართველოში იმუშავებს.
ლაშა თაბაგარი