აგდამის „ყარაბაღმა“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო, რაც იშვიათად ხდება. 30-ე ტურში სტუმრად დავით ვოლკოვის „საბაჰთან“ მარცხის მერე, ამჯერად აგდამელებმა შინ „ზირეს“ ვერ აჯობეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მისი გუნდი ორი ბურთით დაწინაურდა – 54-ე წუთზე თავი იანკოვიჩმა გამოიჩინა, ხოლო ხუთ წუთში სეიდაიევმა გაიტანა.
თუმცა, მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 62-ე წუთზე „საბაჰიდან“ მეტოქის კარი კეიტამ აიღო, სამ წუთში კი, კულაჩმა ანგარიში გაათანაბრა.
ბოლო ორ ტურში წარუმატებლობის მიუხედავად „ყარაბაღი“ 78 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „საბაჰს“ 10 ქულით სჯობს.
ლაშა თაბაგარი





