ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 29-ე ტურში „კარლსრუე“ სტუმრად ლიდერ „დარმშტადტს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. მან „კარლსრუეში“ მე-6 შეხვდრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
სტუმრებიდან ანგარიში მე-11 წუთზე შლეუსენერმა გახსნა, ხოლო მამუმ 26-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 50-ე წუთზე „დარმშტადტიდან“ მეტოქის კარი ტიეტცმა აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„კარლსრუე“ 39 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





