საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეული მალაგაში შეიკრიბება, სადაც 12-14 მაისს ტურნირის ახალი გამარჯვებული გამოვლინდება. ტიტულის მოქმედ მფლობელ, გიორგი შერმადინის “ტენერიფესთან” ერთად ნახევარფინალებსა და შემდგომ ფინალში კიდევ ერთი ესპანური კლუბი მალაგას “უნიკახა”, გერმანიის ბონის “ტელეკომი” და იერუსალიმის “ჰაპოელი” იბრძოლებენ.
ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა მალაგაში, 25 აპრილს ჩატარდება და სწორედ ამ დღეს შეიტყობს შერმადინი ნახევარფინალის მოწინააღმდეგეს.






