ტუხელი: „სათანადო დონეზე მხოლოდ მსაჯობა და მოედანი არ იყო“

0
47

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „მანჩესტერ სიტისთან“ (1:1) ჩატარებულ მატჩში თავისი ფეხბურთელებით კმაყოფილი დარჩა, ხოლო ფრანგი მთავარი მსაჯი კლემენ ტურპენი გააკრიტიკა.
„სიტი“ ნემსკავზე გვყავდა და კიდევ უფრო მეტად ვიდრე მანჩესტერში ჩატარებულ მატჩში. თუმცა, გასული კვირის მსგავსად იღბალი არ გვწყალობდა, რომელიც ასეთ შეხვედრებში გარდატეხის შესატანად მნიშვნელოვანია.
ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. „მანჩესტერ სიტისთან“ ჩატარებულმა ორივე მატჩმა, რომლებიც უმაღლესი დონის იყო დამაკმაყოფილა. ჩვენ თანაბრად ვიბრძოლეთ ევროპის საუკეთესო გუნდთან, რომელიც საუკეთესო სათამაშო ფორმაშია.
მხოლოდ ორი რამ არ იყო სათანადო დონეზე – მოედანი და მსაჯობა. არბიტრს 6 ქულას (გერმანიის საგანმანათლებლო სისტემაში ყველაზე დაბალი ქულა, რედ.) დავუწერდი – პირველიდან ბოლო გადაწყვეტილებამდე. ისიც არ დამინახაავს პენალტი რატომ დანიშნა“ – ციტირებს ტუხელს გერმანული მედია.