პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ „მანჩეტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში მიუნხენის „ბაიერნთან“ იმაზე უკეთეად არ უთამაშია, ვიდრე გასულა წელს 1/2-ფინალში მადრიდის „რეალთან“.
„ზედიზედ მესამე წელია ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავდივართ. პირველ ტაიმში თავს დიდი ხნის განმავლობაში ვიცავდით. მარცხნიდან ხან კომანის შეკავება გვიწევდა, ხან სხვა მოთამაშის.
პენალტამდე მასპინძლებს ერთ-ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ საჯარიმოს შიგნით თავს ძალიან კარგად ვიცავდით.
მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესად ჩავატარეთ. ეს სტადიონი კარგად ვიცი. ვიცი, თუ როგორი პრესინგის თამაში შეუძლია „ბაიერნს“. საჯარიმოში თავი საუცხოოდ დავიცავით და გასულ წელთან შედარებით ამ ასპექტში ძალიან მოვუმატეთ.
არ ვგრძნობ, რომ უკეთესად ვითამაშეთ ვიდრე შარშან მადრიდის „რეალთან“. ასეთი შეხვედრები მონეტის აგდებას ჰგავს.
პენალტის გამო შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. ჩემპიონთა ლიგაში გატარებული 15 წლის შემდეგ ამის პერსპექტივა მესმის. ამ შემთხვევაში ბევრი რამ სიტუაციაზეა დამოკიდებული“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.





