„სიტი“ – „რეალი“ შარშანდელი ნახევარფინალის გამეორება

0
47

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ ფრე ითამაშა და ვინაიდან საშინაო მატჩი 3:0 მოიგო. 1/2-ფინალში გავიდა.
თავდაპირველად ანგარიშის გახსნის შანსი ლეროი სანზეს ჰქონდა, როდესაც ედერსონთან ერთიერთზე დარჩენილმა ბურთი კარს ააცილა.
პირველი ტაიმის 37-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ფრანგმა ტურპენმა მიუნხენელთა მცველ უპამეკანოზე თავის საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. ნორვეგიის ნაკრების ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი კარს გადააცილა. თუმცა, მან თავი 57-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც უპამეკანოს გაექცა, რომელსაც ფეხი დაუცდა და წაიქცა, ხოლო მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა.
ნორვეგიელმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
„ბაიერნმა“ პირველი თამაშის მსგავსად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მხოლოდ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა. 83-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან სადიო მანესს ჩაწოდების მერე, მანჩესტერელთა მცველს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ტურპენმა VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დადო, რომელიც კიმიხმა გაიტანა.
მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ორი ტაიმის განმავლობაში მსაჯობით უკმაყოფილო იყო და საბოლოოდ 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო, გააძევეს კიდეც, ხოლო მის ასიტენტს არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
„სიტი“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ში მეოთხედ გავიდა, ხოლო ბოლო სამ სეზონში – მესამედ.
პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მეათედ გააღწიესს, რააც რეკორდია.
გასული სეზონი მსგავსად, „სიტი“ 1/2-ფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი მადრიდში 9 მაისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო თამაში 17 მაისს მანჩეტერში შედგება.
შარშან „სიტი“ „რეალთან“ ორი მატჩის ჯამში დრამატულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი