მიქაუტაძე ლიგა 2-ში მარტში საუკეთესოა

0
23

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანებამ (UNFP) მარტი თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გასულ თვეში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
მან საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
22 წლის მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო და 7 საგოლე პასი შეასრულა.

ლაშა თაბაგარი