გიორგი ფანცულაიამ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა და აქტაუს „კასპიის“ პირველ მოგებას სათავე დაუდო.
მიმდინარე კვირაში მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გაშვების შემდეგ „კასპიიმ“ „ოკჟეტპესს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
ფანცულაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე შეცვალეს. მასპინძლებში ორი ტაიმი ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმ ჯაბა ჯიღაურმა. „კასპიი“ 3 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში „მეზიოკიოვეშდმა“ „ვაშაში“ მიიღო და 1:4 წააგო. ქართველმა მცველმა ილია ბერიაშვილმა დამარცხებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. „მეზიოკიოვეშდი“ 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი




