„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში თავისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა და ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „ვერონას: ვერ აჯობა. ლუჩანო სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, რადგან ნეაპოელებს მომავალ კვირაში თავის მოედანზე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მილანთან“ საპასუხო მატჩი ელით. ამის გამო, კვარაცხელია დიდი ხნის პაუზის შემდეგ საწყის თერთმეტეულში პირველად ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, გუნდს გამოჯანმრთელებული ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. შეხვედრაში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი სწორედ ნიგერიელმა შექმნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
კვარაცხელია შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა და თამაშის გამწვავებას რამდენჯერმე ეცადა, მაგრამ უშედეგოდ. სეზონის განმავლობაში ყოველთვის ერთი და იმავე დონეზე თამაში შეუძლებელია.
საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ ამ სეზონში ფრედ მესამე შეხვედრა დაასრულა. მანამდე, სპალეტის გუნდი სტუმრად „ფიორენტინას“ დაუზავდა, ხოლო შინ „ლეჩეს“. ნეაპოლელები სერია A-ს 75 ქულით ლიდერობენ, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 61 ქულა აქვს.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაში „მილანს“, რომელთან პირველი თამაში სტუმრად 0:1 წააგო, 18 აპრილს დაუპირისპირდება
ლაშა თაბაგარი




