სტეფანო პიოლი: „ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა“

0
49

„მილანის“ მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ ჯერ მხოლოდ ნახევარი საქმეა გაკეთებული. მან ამის თაობაზე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „ნაპოლისთან“ მოგებული პირველი თამაშის მერე ისაუბრა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ფანებთან ერთად ასეთი საუცხოო საღამოს გაზიარების საშულება მომეცა. „მილანის“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფებით სავსეა, მაგრამ ბოლო პერიოდში დაბრუნებაზე მხოლოდ ვოცნებობდით. ამიტომ სიამოვნების მიღება გვსურდა.
თავდაპირველად საკუთარი კარიდან შეტევებს არცთუ კარგად ვიწყებდით და „ნაპოლი“ ჩვენთვის უსიამოვნების შექმნის შესაძლებლობას ვაძლევდით, მაგრამ საბოლოოდ ბოლო სამი წლის მანძილზე „ნაპოლი“ შინ პირველად დავამარცხეთ. თუმცა, ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა. თამაშამდე ვფიქრობდი, რომ ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს და პირველი მატჩის შემდეგ იმავე აზრზე ვარ.
დასაწყისში ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს და უბურთოდ თამაშის დროს თავის გასაწირად მზად ვიყავით, რის შედეგად „ნაპოლის“ მხოლოდ იმისა გაკეთების საშუალებას ვაძლევდით, რაც გარდაუვალია ასეთი მაღალო დონის გუნდთან დაპირისპირების დროს.
საწყენია, რომ ბოლო 10 წუთში მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ამ დაპირისპირებაში ჯერ ყველაფერი წინაა და ეს ისაა, რაზეც ვფიქრობდით“ – თქვა იტალიელმა სპეციალისტმა Sky Sport Italia-სთან.