“ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მატჩების შესახებ საუბარი მათი დამთავრების შემდეგდროი ფუჭ კარგვად მიაჩნია, რადგან უკვე არაფერი შეიცვლება. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად “მილანთან” 0:1 წაგების მერე განაცხადა.
“განსახილველი არაფერია. მატჩებზე მათი დასრულების შემდეგ საუბარი დროის ფუჭი კარგვაა, რადგან უკვე ვერაფერს შეცვლი. თამაშისთვის საუცხოოდ განვეწყვეთ და რაც ვნახე ამისთვის გუნდს მადლობა გადავუხადე. მოედანზე იმას ვაკეთებდით რაც საჭირო იყო და რასაც ბიჭებისგან ველოდებოდი. მათ საუცხოოდ იმუშავეს.
შემადგენლობაში თითოეული დანაკარგი ვითარებას ართულებს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათი შეცვლა შეუძლიათ, ვინც რამე მიზეზით გვაკლია. სწორედ ამის წყალობით მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ.
საწყენია, რომ ზამბო ანგისა მომდევნო შეხვედრაში ვერ ითამაშებს, რაც უსამართლობაა. მე უკვე მის შეცვლას ვგეგმვდი და ვფიქრობდი მოედანზე ვინ შემეშვა. საწყენია, რომ ერთ თუ ორი წუთი მისი შემცვლელის ძებნაში დავკარგეთ.
ჩვენს ხასიათზე თუ ვისაუბრებთ, ის ჯერ კიდევ ყალიბდება. მგრძნობიარეები ვართ იმ სიტუაციების მიმართ, რომლებშიც ვხდებით, მაგალითად ატმოსფეროს მიმართ, რომელიც “მილანთან” ჩატარებულ ჩვენს საშინაო მატჩზე იყო.
გესმოდათ დღეს გუნდს მხარსს როგორ უჭერდნენ? ჩვენ როდესაც სახლში ვთამაშობდით მხოლოდ ფანების ჩუმი პროტესტი იყო ხელმძღვანელების წინააღმდეგ მომართული და ამის საპირისპიროდ “მილანის” ათასობით გულშემატკივრის ზეიმი” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Sky Sport Italia-სთან საუბარში.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 20 აპრილს ნეაპოლში შედგება.




