ტუხელი: „შედეგს არ ვეთანხმები“

0
32

ტომას ტუხელი „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში დაფიქსირებულ შედეგს არ ეთანხმება. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
„ამ შედეგს საერთოდ არ ვეთანხმები – ისეთ ფაზებში დაგვსაჯეს, სადაც უკეთესები ვიყავით. დღეს ჩვენ უბრალოდ მკაცრად დაგვსაჯეს.
ჩემი აზრით ძალიან კარგად ვთამაშობდით ვიდრე ანგარიში 0:2 გახდებოდა. შედეგზე საუბარი არ მსურს. 70-ე წუთამდე გუნდის ძალიან კარგი თამაში ვნახე.
მიმაჩნია, რომ თუნდაც ერთი გოლის გატანა დავიმსახურეთ და ერთ-ორი ზედმეტი ბურთი გავუშვით. ჩვენს მოთამაშეებს ცოტა თავდაჯერება და მომზადება დააკლდათ.
რა თქმა უნდა, შედეგი ჩვენთვის მწარეა, მაგრამ დღეს ჩემი გუნდი ცოტა შემიყვარდა, იმისთვის როგორც ფეხბურთელებმა ითამაშეს. შესაძლოა, ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დიდი სიამოვნება მივიღე“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.