გვარდიოლა: „მიუნხენში რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ“

0
50

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა მიუნხენში რამე ახალი უნდა მოიფიქროს, რათა საბოლოოდ დადებით შედეგის მიაღწიოს.
მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში მანჩესტერში მიუნხენის „ბაიერნთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ეს მართლაც ჩემპიონთა ლიგის კარგი მატჩი იყო, რომელშიც ერთმანეთს ტოპ-გუნდები შეხვდნენ. 55-60 წუთი თანაბარი თამაში იყო.
როდრიმ დაუჯერებელი სილამაზის გოლი გაიტანა. მაგრამ ჩვენ ფლანგებს ვერ ვაკონტროლებდით, სადაც მუსიალა და გნაბრი მოქმედებდნენ.
მეორე ტაიმის საწყის 5-15 წუთში მეტოქე უკეთესად თამაშობდა და მომენტებს ქმნიდა. თუმცა, ამის შემდეგ ჩვენ რაღაც შევცვალეთ და მატჩის დარჩენილ ნაწილში მეტოქეზე ძლიერად გამოვიყურებოდით.
საუცხოო შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ მე ვიცი მიუნხენში თამაში რას ნიშნავს. ჩვენ რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მეტოქის ოსტატობისგან ძალიან არ დავიჩაგროთ და წარმატებას მივაღწიოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს BBC.