მოიესს ზაფხულში „ვესტ ჰემიდან“ დაითხოვენ

0
30

„ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელები ზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დევიდ მოიესს დაითხოვებ, მიუხედავად იმისა შეინარჩუნებენ თუ არა ლონდონელები ინგლისის პრემიერლიგაში ადგილს, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა 90min.
ინგლისის ლიგის კონფერენციის 1/4-ფინალში გასვლის მიუხედავად, კლუბში მოიესის მუშაობა არ აკმაყოფილებთ, რადგან „ვესტ ჰემი“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. რადა, გასულ ზაფხულში ლონდონელებმა ტრანსფერებში სერიოზული თანხა დახარჯეს.
პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან „ვესტ ჰემმა“ მხოლოდ 1 მოიგო და 24 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.
59 წლის სპეციალისტი “ვესტ ჰემს” 2017-2018 წლებში წვრთნიდა, ხოლო გუნდს მეორედ სათავეში 2019 წლის დეკემბერში ჩაუდგა.