დიეგო სიმეონე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია

0
47

დიეგო სიმეონე მსოფლიო მასშტაბით საფეხბურთო მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადია.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოს“ 52 წლის არგენტინელი თავკაცი წელიწადში 33,9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ ესპანელი დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლაა, რომლის ხელფასი 22,4 მილიონი ევროა.
მესამე პოზიციაზე „ლივერპულის“ გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია – 17,8 მილიონი ევრო.
მეოთხე პოზიციაზე „ჩელსის“ მწვრთნელ გრემ პოტერს (13,5 მილიონი ევრო), მეხუთე მასიმილიანო ალეგრის („იუვენტუსი“, 12,7 მილიონი ევრო), ხოლო მეექვსე ტომას ტუხელს („ბაიერნი“, 11,9 მილიონი ევრო).
სიმეონე მადრიდელებს 2011 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ხოლო ესპანეთის თასი, სუპერთასი, ევროპის ლიგა და უეფას ევროპის სუპერთასი თითოჯერ მოიგო. გარდა ამისა, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გაიყვანა და ორივეჯერ დამარცხდა.