კვარაცხელიას და იბრაჰიმოვიჩის დუელი არ შედგება

0
43

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირას გამოტოვებს. არადა, ის ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთდელდა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, 41 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს. ის 2 აპრილს „დიეგო მარადონაზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ შეხვედრას გამოტოვებს და დიდი ალბათობთ მოედანზე ვერც 8 აპრილს „ემპოლისთან“ შეხვედრაში გავა. სავარაუდოდ, შვედი მოედანზე 16 აპრილს „ბოლონიასთან“ შეხვედრაში დაბრუნდება.
იბრაჰიმოვიჩმა ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში „მილანში“ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.