საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ახალი კლუბის, “სან ანტონიო სპერზის” მაისურით NBA-ს რეგულარულ პირველობაზე მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ტეხასელთა კლუბი შინ არიზონელთა “იუტა ჯაზს” შეხვდა და 117:128 წააგო, მამუკელაშვილმა კი მოედანზე 28 წუთი გაატარა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 17 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 5 პასი გამოიმუშავა.
23 წლის სანდრო მამუკელაშვილს სან ანტონიოელთა რიგებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და ქართველის საშუალო მაჩვენებლები 22 წუთს, 9.5 ქულსა, 6 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას უტოლდება.





