ხერარდო მარტინოს არგენტინის „ბოკა ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ეპატიჟებიან.
60 წლის არგენტინელისა და ბუენოს-აირესის კლუბს შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს, იუწყება TyC Sports-ის სესარ ლუის მერლო.
გასულ კვირაში, „ბოკამ“ უგო იბარა დაითხოვა, რომელიც არგენტინულ გრანდს 2022 წელს სებასტიან ბატალიას წასვლის შემდეგ ავარჯიშებდა.
ბოლოს მარტინო მექსიკის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა, რომელიც კატარში გამართულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალში ვერ გაიყვანა.
მარტინო მექსიკის ნაკრების გარდა, თავის დროზე არგენტინისა და პარაგვაის ეროვნულ გუნდს, ასევე „ბარსელონას“ ავარჯიშებდა.





