ბათუმის „დინამომ“ მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

0
59

მონღოლეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდთან 1:6 წაგების შემდეგ, დღეს ანგისას ბაზაზე ბათუმის „დინამოსთან“ ისპარინგა და ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდიდან გოლები ჩერნოგორიელმა საშა ბალიჩმა, ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა, სენეგალელმა მუსა კონატემ, გიორგი ზარიამ, თორნიკე კაპანაძემ და უკრაინელმა ივან ლიტვინენკომ გაიტანეს.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ, ბათუმელები 13 ქულით მე-2 ადგილზე არიან და თბილისის „დინამოს“ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩებიან.