ბელგიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

0
47

ბელგიის ნაკრების ახალ კაპიტნად კევინ დე ბრუინი დაინიშნეს. „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კაპიტნის სამკლავური „რეალის“ შემტევ ედენ აზარისგან გადაიბარა, რომელმაც შარშან კატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორის კარიერა დაასრულა.
დე ბრუინი ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან გამოდის და 97 მატჩში 25 გოლი გაიტანა. ბელგიელთა ვიცეკაპიტნები „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა და მილანის „ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის შემდეგ ბელგიელთა მთავარ მწვრთნელად ესპანელი რობერტო მარტინესის ნაცვლად წარმოშობით იტალიელი, მაგრამ გერმანიის მოქალაქე დომენიკო ტედესკო დანიშნეს.