ნორვეგიის ეროვნული გუნდის და “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა ერლინგ ჰალანდმა სანაკრებო შეკრება დატოვა. სუპერგოლეადორი საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და მისი თამაში როგორც 25 მარტს მალაგაში ესპანეთის, ასევე 28 მარტს ბათუმში საქართველოს ნაკრებთან გამოირიცხა.
22 წლის ცენტრფორვარდმა ტკივილი გასულ შაბათს, “ბარნლისთან” 6:0 მოგებული მატჩის შემდეგ იგრძნო, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ტრავმა სერიოზულია და უახლოეს შეხვედრებში ჰალანდი ნაკრებს ვერ დაეხმარება.





