კიტეიშვილი გამოჯანმრთელდა

0
39

ოთარ კიტეიშვილმა, რომელსაც ტრავმოს გამო თვეზე მეტი გაუცდა, გრაცის „შტურმში“ ითამაშა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში გრაცელები სტუმრად „ტიროლს“ შეხვდნენ და 2:0 დაამარცხეს. კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. „შტურმიდან“ 66-ე წუთზე ანგარიში ემეგამ გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე აჯეტიმ მეორე გოლი გიტანა.
კიტეიშვილი მარტში გასამართი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული არაა. მან მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესსლიგაში 10-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
„შტურმი“ 48 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 7 ქულით ჩამორჩება.
კვიპროსის ჩემპიონატის 28-ე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ გასვლაზე ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ 2:1 აჯობა. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ გამარჯვებულებს შეუცვლელად უკაპიტნა. ნახევარმცველი ავთო ებრალიძე „ანორთოსისის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ანორთოსისი“ 39 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.