“სან ანტონიომ” “ატლანტასთან” მოიგო – მამუკელაშვილის 7 ქულა

0
40

სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოში მორიგი მატჩი ჩაატარა. ტეხასელებმა ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლეს და მე-3 პერიოდში 24-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს. სან ანტონიომ პირველ ნახევარში 83 ქულა მიიღო ატლანტასგან, სამაგიეროდ მეორე ტაიმში სუპერდაცვა ითამაშა, მხოლოდ 35 ქულა გაუშვა და ამის წყალობით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.
მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
სპურსის რიგებში საუკეთესონი დევინ ვასელი და კელდონ ჯონსონი იყვნენ 29-29 ქულით, ამ უკანასკნელმა კი 12 მოხსნაც მიითვალა.
სპურსმა 19 მოგება და 52 მარცხი მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 22 მარტს ნიუ ორლეანს პელიკანსთან ჩაატარებს.