დუდა სანაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, ფამაგუსტა “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონატში მარცხი განიცადა. ეს მოხდა მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც ანორთოსისმა კერავნოსს უმასპინძლა და 72:77 წააგო.
ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:47 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.
სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ანორთოსისს კვიპროსის ჩემპიონატში 9 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა. დუდას გუნდი 28 ქულით მე-6 ადგილზეა და რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს პარალიმნის წინააღმდეგ ჩაატარებს.





