კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტური ზესტაფინში გამართული ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც წყალტუბოს „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო.
მატჩმა მოლოდინი არ გაამართლა, რადგან ტრიბუნაზე შეკრებილმა გულშემტკივრებმა მოედანზე ბევრი ბრძოლა და ნაკლებად სანახაოებრივი დაპირისპირება იხილეს. შესაბამისად საგოლე მომენტებიც ბევრი არ იყო. „ტორპედოს“ ნახევარმცველი მერაბ გიგაური აკლდა, რადგან საოპერაციოა. ასევე, ძველი ტრავმის გამიზეზების გამო გიორგი არაბიძე არ იყო, რომელიც ბოლო ორ ტურში კახა ჩხეტიანი რიგებში კარგი თამაშით აშკარად გამოირჩეოდა.
ქუთაისელებმა მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ წყალტუბოელები მეკარე ლევან შოვნაძეს უნდა უმადლოდნენ, რომ გოლი არ გაუშვეს.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ნიკა კაჭარავას შეეძლო, რომელსაც შოვნაძემ კარი არ დაანება,
მეორე ტაიმის დასაწყისში პორტუგალიელი ნახევარმცველი ალდაირ ნეტო შოვნაძესთან პირისპირ გავიდა, თუმცა „სამგურალის“ კარის დარაკმა მისი დარტყმული ბურთიც მოიგერია.
85-ე წუთზე ქუთაისელთა პარაგვაელმა ლეგიონერმა მეტოქის კარი აიღო, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და გოლი არ ჩაითვალა.
მატჩის მიწურულს ტორპედოელთა ნიგერიელი შემტევი სანდეი ფელაი ორ მეტოქეს გაცდა და სახიფათოდ დაარტყა – ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
ქუთაისელებს 9 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან, ხოლო გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი „სამგურალი“ 7 ქულით მეოთხეა.




