მიქაუტაძე ამჯერად საგოლე პასით გამოირჩა

0
49

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში მოედანი უგოლოდ დატოვა, მაგრამ გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანა.
„მეცი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, სტუმრად „კევილი რუანს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.
მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, კუთხურის ჩაწოდების დროს საგოლე პასი მაიგას გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა. მანამდე, ანგარიში 72-ე წუთზე მაზიზმა გახსნა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე კამარამ გაიტანა.
მიქაუტაძე 14 გოლით და 7 საგოლე პასით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომარდირთა სიაში პირველ-მეორე ადგილს „სენტ-ეტიენის“ ფორვარდ კრასოსთან იყოფს.
„მეცი“ 48 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზეა.