გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მაგრამ „ვალენსიას“ დაცვის ხაზის გადამკიდე, მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევებთან საბოლოოდ ვერაფერი გააწყო.
ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში „ვალენსია“ მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დიეგი სიმეონეს გაწვრთნილ გუნდს დაუპირისპირდა და 0:3 წააგო.
მატჩის 21-ე წუთზე მადრიდელებმა საუცხოო რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ახლო მანძილიდან მემფის დე;პაიმ დარტყმით დაასრულა და მამარდაშვილმა ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რომ ეს მოგერიება ტურშის საუკეთესოდ დაასახელონ.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში მარკოსს ლორენტეს გადაცემის შემდეგ ანტუან გრიზმანმა ქუსლით ბურთი კარგად გაისწორა და საჯარიმოში შეჭრილმა აუღებლად დაარტყა – 1:0.
მეორე ტაიმის დაასაწყისში საქართველოს ეროვნული ნაკრები მეკარემ უკვე საჯარიმოს გარედან მარკოს ლორენტე ძალიან სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია. თუმცა, 49-ე წუთზე „ატლეტიკოს“ კარგი კომბინაციის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოსსი მარცხნიდან შეჭრილმა კარასკომ შორეულ კუთხეში გაიტანა.
67-ე წუთზე, ესპანეთის ნაკრების ახალმა კაპიტანმა ალვარო მორატამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და მას მერე რაც ოსკაჯარს გაცდა, გამოზომილი გადაცემა გაუკეთა „ვალენსიას“ საჯარიმოში ტომა ლემარს, რომელმაც თავით შეაგდო.
„ვალენსია“ 26 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ამოცანა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.




