კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა შედგა სამტრედიაში. სადაც ადგილობროვმა „სამტრედიამ“ თბილისის „საბურთალო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის მე-4 წუთზე ომარ თეთრაძის გაწვრთნილი გუნდის კონტრშეტევის დროს ლევან ნონიკაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ შეიკნე სილას და მალელმა ფორვარდმა საბურთალოელთა მაისუსირთ თავისი პირველი გოლი გაიტანა – 0:1.
მე-14 წუთზე აბდულა ხაიბულაევი მარცხენა ფრთაზე თბილისელთა მცველს გასცდა და საჯარიმოში ზვიად ნაჭყებია მოძებნა, რომელმაც თავურით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მან მიმდინარე სეზონში თავი მესამედ გამოიჩინა.
სამ წუთში მალხაზ ჩიტაიშვილმა თავისი ნახევრიდან გარკი გადაემა გაუკეთა კამერუნელ სირილ ჩამბას, რომელმაც კარიდან გამოსუ ლაზარე კუპატაძეს დაასწრო და მასპინძლები დააწინაურა – 2:1.
მე-20 წუთზე გიზო მამაგეიშვილმა საჯარიმოს გარედან „ცაციათი“ დაარტყა და ბურთი მას მერე რაც სილას შეეხო კარში აღმოჩნდა – 2:2.
53-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ მარცხენა ფლანგიდან ბურთი „სამტრედიას“ საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას მცველმ ივა გელაშვილმა აჯობა და თბილისელები დააწინაურა – 2:3.
გიორგი შაშიაშვილის შეგირდებმა ქულა ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაარჩინეს. დავით კირკიტაძე მარჯვენა ფლანგზე ჯინჯოლავას გაექცა და საჯარიმოში შესული შოთა ნონიკაშვილმა წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი „სამტრედიას“ კაპიტანმა ვარლამ კილასონიამ გამოიყენა – 3:3.




