ბითაძის მარცხი “ფინიქსთან”

0
49

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში „ორლანდო“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის „ფინიქს სანსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 113:116 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრის სტატისტიკა ასეთი იყო: 8 წუთი, 2 ქულა, 2 დაფარება, 5 მოხსნა, 1 პასი. მისი მოედანზე ყოფნისას „მეჯიქი“ +9-თ დაწინაურდა. ეს გახლდათ საუკეთესი მაჩვენებელი სტუმართა შორის.
მატჩის ბომბარდირი ორლანდოელი ფულცი გახდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.
„ორლანდოს“ 70 მატჩიდან 28 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცამეტე ადგილზეა. მომდევნო თამაშს 18 მარტს სტუმრად „კლიპერსთან“ გამართავს.