გვარდიოლა: “ჰოლანდი გამარჯვებულის მენტალიტეტითაა დაბადებული”

0
49

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას აზრით, ერლინგ ჰოლანდი გამარჯვებულის მენტალიტეტითაა დაბადებული. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხევდრაში შინ “ლაიფციგთან” მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ნორვერგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 5 გოლი გაიტანა.
“თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა პირველიდან ბოლო წუთამდე. როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ კარგად ვმოქმედებდით. ერლინგი საუცხოო იყო, მაგრამ ყველამ განსაკუთრებული თამაში აჩვენა.
60 წუთში 5 გოლი – ფანტასტიკური ბიჭია და უდიდესი ტალანტია. ძალა და მენტალიტეტი – ის გამარჯვებულის მენტალიტეტითაა დაბადებული და ძალიან კარგია.
მე არ ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში საკმარისად ბევრი გოლი არ გაგვქონდა. საქმეე ისაა, რომ ტავდ ბევრ ბურთს ვუშვებდით. “რეალთან” 4 გოლი გავიტანეთ, “მონაკოსთან” – 6, “ტოტენჰემთან” – 4. ყველაზე ხშირად ტურნის იმიტომ ვეთიშებოდით, რომ ბევრ გოლს ვუშვებდით.
ახლა ბიჭები თავს ძალიან კარგად იცავენ. ადრე სერხიო აგუერო გვყავდა, რომელსაც ასევე საგოლე ინსტიქტი ჰქონდა” – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს BBC.