ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

0
96

ნორვეგიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 25 მარტს სტუმრად ესპანეთთან, ხოლო 28 მარტს ბათუმში საქართველოსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოლბაკენმა 26 ფეხბურთელს უხმო:
მეკარეები: ორიან ნილანდი (ლაიფციგი). იაკობ კარლსტრიომი (მიოლდე), ეგილ სელვიკი (ჰაუგესუნი).
მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ბირგერ მელინგი (რენი), სტიან გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი (მაინცი), მარკუს პედერსენი (ფეიენოორდი), იულიან რიერსონი (ბორუსია, დორტმუნდი), სტეფან სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ოსტიგორი (ნაპოლი).
ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმტი), სანდერ ბერგე (შეფილდ იუნაიტედი), ოლა ბრინდჰილდესნი (მიოლდე), მატს მიოლერ დაელი (ნიურნბერგი), მოჰამედ ელიონუსი (საუთჰემპტონი), ოლა სოლბაკენი (რომა), მორტენ თორსბი (უნიონ ბერლინი), კრისტიან თორსტვეიდტი (სასუოლო), უგო ვეტლესენი (ბოდო გლიმტი), მარტინ ოდეგორი (არსენალი).
თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა), ალეკსანდერ სორლოტი (სოსიედადი).