დავითაშვილის ზედიზედ მეორე ფრე

0
41

„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო.
წინა ტურში შინ „სენტ-ეტიენთან“ (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ჟირონდელებმა ამჯერად ანალოგიური ანგარიშით გასვლაზე სატურნირო ცხრილი უშუალო კონკურენტ „სოშოსთან“ ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ადგილზე მყოფ „ბორდოს“ ზედიზედ 2 ფრის შემდეგ 47 ქულა აქვს და ლიდერ „ლე ავრს“ 8 ქულით ჩამორჩება.
კვიპროსის ჩემპიონობისთვის მებრძოლი აპოელი სტუმრად „ომონიას“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. აპოელს საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ უკაპიტნა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. მცველი ლაშა დვალი თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე. აპოელი 60 ქულით ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექსვეულში ლიდერია.