ხვიჩა კვაარცხელიამ „დიეგო მარადონაზე“ მორიგი შედევრი შექმნა. იტალიის სერია A- 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და 3 ქულა საქართველოს ნაკრების გარემარბის წყალობით აიღო.
მე-60 წუთზე ნეაპოლელთა კონტრშტევის დროს ოსიმენმა პასი კვარაცხელაის მისცა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში დარტყმის იმიტაციით ჯერ სამი მცველი სახტად დატოვა, მაგრამ იმწამსვე მეორე ცრუ მოძრაობა გააკეთა, რასაც უძლიერესი დარტყმა მიაყოლა – 1:0. საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ ქართველის ირგვლივ შეკრებილმა „ატალანტას“ 7 ფეხბურთელმა ვერაფერი გააწყო.
ხვიჩას გოლამდე მოედანზე მომხდარს რაც შეეხება, პირველი ტაიმის შუაწელში ქართველი ფეხბურთელი ბერგამოელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ძალიან მახვილი კუთხიდან დაარტყა – მეკარემ ბურთი მოიგერია, ამის შემდეგ, ოსიმენის თავური ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა მეკარემ ოსიმენის „მაკრატელა“ გაანეიტრალა. ამის შემდეგ, კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან, მაგრამ სხვადასხვა პოზიციიდან ორჯერ არაზუსტად დაარტყა.
77-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ელმასმა კუთხური ჩააწოდა და რაჰმანიმ თავით ეფექტური ბურთი გაიტანა – 1:0.
კვარაცხელიამ, რომელიც მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში აგვისტოს და თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, უკვე თავი 11 გოლსა და 9 საგოლე პასს მოუყარა. მან კუთვნილი ჯილდო თამაშამდე მიიღო. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.
„ნაპოლი“ 68 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერს“ 18 ქულით სჯობს.


ლაშა თაბაგარი





