პოზნანის „ლეხს“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში თამაშის რეალური შანსი აქვს.
პოზნანელებმა 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში შვედეთის „დურგარდენი“ მიიღეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. კვეკვესკირი და წიტაიშვილი თადარიგში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ.
მასპინძლებიდან 39-ე წუთზე ანგარიში მილიჩმა გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე სტუმართა კარი მარჩვინსკიმ აიღო.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში შვედეთში 16 მარტს ჩატარდება.




