სტეფანო პიოლის თქმით, თავის ბიჭებს ხასიათის გამოვლენა სთხოვა და მათ გამარჯვება დაიმსახურეს.
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში ლონდონში „ტოტენჰემთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა. რადგან იტალიელებმა შინ მეტოქე 1:0 დაამარცხეს, 1/4-ფინალში გავიდნენ.
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდებოდა, მაგრამ მაინც გავუმკლავდით. ბიჭებს ხასიათის გამოვლენა ვთხოვე. ჩვენ არცერთხელ დავნებდით და გამარჯვება დამივმსახურეთ. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა წავიდეთ. წინასწარ საუბარი არ ღირს. ჩვენ 1/4-ფინალში გავედით და ვნახოთ კენჭისყრა როგორ ჩაივლის.
იტალიურ კლუბებთან შეხვედრა არ მსურს, თუმცა მინდა, რომ „ნაპოლი“ და „ინტერი“ 1/4-ფინალში გავიდეს. ევროპაში ასპარეზობა იმითაა საუცხოო, რომ შეგიძლია საკუთარი თავი ისეთ გუნდებთან შეამოწმო, რომლებსაც ნაკლებად იცნობ“ – იუწყება იტალიური მედია „მილანის“ დამრიგებლის ნათქვამს, რომელმაც 2012 წლის შემდეგ პირველად „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გაიყვანა.





