კაკაბაძე ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა

0
55

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. ამის შესახებ ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
23-ე ტურში „კრაკოგიამ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის თავის მოედანზე „შლიონსკის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 54-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა საგოლე პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ ბოჩნაკს, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ცნობისთვის, მან “შლიონსკისთან” მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, არადა, ამპლუით მარჯვენა მცველია.
კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან პოლონეთის თასზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.