გიორგი კოხრეიძე “საბურთალოში” დაბრუნდა

0
28

გიორგი კოხრეიძე თბილისის “საბურთალოში” დაბრუნდა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 24 წლის ფეხბურთელი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კოხრეიძე “საბურთალოს” აღზრდილია, სადაც 2015-2021 წლებში თამაშობდა – 144 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. მან “საბურთალოსთან” ერთად 2018 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო, 2019 და 2020 წლებში კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა.
კოხრეიძე 2021 წლის ივნისში საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “გრენობლში” გადავიდა, რომელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ტრავმების ფამო ფრანგულ კლუბში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარ – 6 ჩემპიონატში, ხოლო 2 თასზე, მაგრამ გოლი არ გაუტანია.