ოსიმენი: „მჯერა ხვიჩას უახლოეს წლებში „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია“

0
15

„ნაპოლის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს სჯერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს წლებში „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.
„ხვიჩა საუცხოო ბიჭია, რასაც მაშინვე მივხვდი. ის გასახდელში ყველას უყვარს, არა მხოლოდ იმისთვის რასააც მოედანზე აკეთებს, არამედ, იმისთვის როგორც მოედანზე იქცევა.
მჯერა, რომ ხვიჩა უახლოეს წლებში „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. ასევე, იმედი მაქვს, რომ „ნაპოლის“ დიდ წარმატებას მოუტანს“ – იუწყება ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელის ნათქვამს Tuttomercatoweb.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.