„კრემონეზემ“ და ლოჩოშვილმა ბოლომდე ვერ გაძლეს

0
21

„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში სტუმრად „სასუოლოსთან“ მატჩში ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 34-ე წუთზე ტრავმირებული კირიკეშის ნაცვლად ჩაერთო. მასპინძლებიდან 26-ე წუთზე ანგარიში ლაურენტემ გახსნა, ხოლო 15 წუთში ფრატეზიმ მეორე ბურთი გაიტანა.
62-ე წუთზე დესერსმა ერთი გოლი გაქვითა, 83-ეზე კი დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამის მიუხედავად, კრემონელებმა ბოლომდე ვერ გაძლეს და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბაირამიმ „სასუოლოს“ მოაგებინა.
„კრემონეზე“ 12 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა და „სამპდორიას“ მხოლოდ გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით სჯობს.